დებციხის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 6 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დებციხის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის სამხრეთ-დასავლეთით, 3 კილომეტრზე, მდინარე თეძმის მარჯვვენა ნაპირზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8X5 მ), ნაგებია ლოდებით. დასავლეთი კედელი ამოყვანილია დაახლოებით 1,5 მ სიმაღლის კლდის ტერასაზე. დაზიანებულია: საკურთხევლისა და კანკელის მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან, კარიბჭიდან აქვს. ყოველ კედელში თითო სარკმელია. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ბრტყელი ღარიანი კრამიტით.