ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:14, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმილომეტრზე, ნასოფლარ ბოტისის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფერდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,7X4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-2 მეტრია. იატაკი დაფარულია ნანგრევებით, არ ჩანს გადახურვის კვალი.