რიკული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 11 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიკული - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ოდა სახლის აივნების მოაჯირის ხარატული დეტალი. რიკულებიანი სახლის საუკეთესო ნიმუშები შექმნეს ლაზმა, იმერელმა, მეგრელმა, რაჭველმა და გურულმა ხის ხელოსნებმა. ქართულ ხალხურ ხის არქიტექტურაში რიკულმა მიიღო ესთეტიკური სამშვენისის უაღრესად ქართული ფორმა. რიკული ფართოდ დამკვიდრდა ქალაქის არქიტექტურაში.
- ე.ნ.
