აბარბანჯია
ჭიაკოკონას ცეცხლი; ჭიაკოკონობა. მეგრელები ჭიაკოკონას ('ბარგანჯია' ანუ ბრიალა, გიზგიზა ცეცხლი) აღდგომის წინა ოთხშაბათს (ღამით) ანთებდნენ, ვითომ კუდიანების დასაფრთხობად. ეს ჩვეულება აფხაზებმა მეგრელებისაგან შეითვისეს.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი