აშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აშა/ჲაშჩა (ადიღ. Ашэ/Ящэ) – 1.ადიღურ ნართულ თქმულებათა გმირი, აშამაზის მამა, ნასრენ-ჟაჭეს, იმისისა და არიყშუს ძმა.
2. აფხაზურად სისხლი. XIX საუკუნის ცნობებით, შურისძიების შემთხვევაში აუცილებელი იყო მოკლულის სისხლის შეფასება. ადამიანის სისხლი თავდაპირველად ნატურალური გადასახადით, ე.ი. ცხოველებით (საქონლით) ფასდებოდა.
ლიტერატურა
Нартхэр. Адыгэ эпос. Т. VI. Мыекъуапэ, 1971.
წყარო
კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი აფხაზური წეს-ჩვეულებები