ზვიადაური ზურაბ
ზურაბ ზვიადაური – დაიბადა 1981 წლის 2 ივლისს ახმეტაში. ძიუდოისტი (90 კგ). 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის (2002) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2001, 03), ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2002, 03). პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. საქართველოს 2004 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.
სარჩევი |
განათლება
თბილისის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია მწვრთნელის სპეციალობით (2005).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (2010 - 2011)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
2004 წლი=ს ოლიმპიური თამაშები=
90 კგ, 32 მონაწილე
1. ზურაბ ზვიადაური (საქართველო)
2. ჰიროში იზუმი (იაპონია)
3. ხასანბი ტაოვი (რუსეთი)
3. მარკ ჰუიზინგა (ნიდერლანდები)
I წრე იპონით (0,48) მოუგო ფრანჩესკო ლეპრეს (იტალია); II წრე წმინდად (4,14) დაამარცხა ხასანბი ტაოვი (რუსეთი); III წრე დამატებით დროში (1,11) ქულებით (იუკო) სძლია ფრედერიკ დემონფოკონს (საფრანგეთი); IV წრეში ვინსტონ გორდონი (დიდი ბრიტანეთი) გაფრთხილებებით მოხსნეს (3,55); ფინალში იპონით (3,03) დაამარცხა ჰიროში იზუმი (იაპონია).