აΩბარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აΩაბარა
ობლობა; ქვრივობა. XVI საუკუნიდან XX ს. დასაწყისში აფხაზურ სოფლის თემს მჭიდრო, სოციალური, ეკონომიკური და ნათესაური კავშირი ახასიათებდა. ყველა თემი და მისი წევრები თავისებური, ჩაკეტილი, შიდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მათი მმართველობის სისტემა ერთმანეთთან მორალურ-უფლებრივი მოვალეობითა და ვალდებულებებით იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, თემი ყველაზე გაჭირვებულს, ობოლს და ქვრივს ხელს უმართავდა და მეურნეობაში - ხვნა-თესვაში ეხმარებოდა.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი სალომე ბახია-ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლკიოთეკა 2020 წ.