ხუნდაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე – დაიბადა 1968 წლის 30 ნოემბერს მცხეთაში.

განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია (1996); ასპირანტურა (1998-2001). სამხედრო სამსახური (1987-89).

სამუშაო გამოცდილება

  • მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული მიმღების სანიტარი (1985-1987)
  • სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის ასპირანტი (1996-1998)
  • ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ორდინატორი (2001-2012)

პარლამენტის წევრი

  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №27 მცხეთის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, მცხეთის №37 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები