აჩმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩმა - 1. თურქული წარმომავლობის სიტყვაა (aCma) და გაღებას, გახსნას, გაშლას, გაფართოებას ნიშნავს:

2. აფხ. ურვადი, გადასახადი, რომელსაც უხდიდა სასიძო საპატარძლოს მშობლებს. ადრეულ პერიოდში აფხაზებში გავრცელებული იყო აჩმა, რომელიც მიგრანტებს ჩრდილო კავკასიიდან ჩამოჰყვათ. ქორწილის წინ მამაკაცი ვალდებული იყო აჩმა მთლიანად გაესტუმრებინა. მოგვიანებით მამაკაცს ნაწილ-ნაწილ შეეძლო მისი გადახდა, მაგრამ თანდათან აფხაზებმა ქართველებისაგან მზითევის ჩვეულება შეითვისეს და აჩმა საერთოდ დაკარგეს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები