კვერკვეტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:42, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვერკვეტო – ხის ჩაქუჩი ხისავე სახელურით. კვერკვეტო სხვადასხვა ფორმისა და ზომის იყო. იგი რკინის სატეხებზე სამუშაოდ გამოიყენებოდა, რამდენადაც ხის ჩაქუჩი რკინას არ აფუჭებდა. მას მაგარი ჯიშის ხისაგან ამზადებდნენ. ყველა ხითხურო ოსტატი კვერკვეტოს თავად აკეთებდა. ამისათვის ხეს ჯერ საჭირო ზომაზე გამოაქოფიტებდნენ, უხეშად დაამუშავებდნენ, ხოლო როცა კარგად გახმებოდა, შემდგომ სასურველ ფორმას აძლევდნენ.