ბერების სერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 26 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერების სერი – (VI–VII სს.), გამოქვაბული კომპლექსი სოფელ მაღაროს სამხრეთ-დასავლეთით, მდ. ივრის აუზში (ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია). გარეჯის მრავალმთის კლდეში ნაკვეთი სავანეების მსგავსად იგი შექმნილია ბერმონაზონთა სამოწესო სამყოფლად.

ბერების სერის საერთო სამონასტრო ანსამბლში ერთიანდება რამდენიმე ცალკეული მცირე უდაბნო, კომპლექსი ჯვარგუმბათოვანი, ბაზილიკური და დარბაზული ტიპის ეკლესიებით, ნიშისაკურთხევლებითა და ბერების განცალკევებული ქვაბ-სადგომებით, რომლებიც განლაგებულია ერთ ან მრავალსართულიან კომპლექსებად. ქვაბებს აქვს შეისრული თაღები, შემკული ჯვრის გამოსახულებებით, ფრაგმენტულად შემორჩენილია ქართული ფრესკული წარწერები. სართულთა დამაკავშირებელი გვირაბები და კლდის საფეხურები მთლიანად ჩამოშლილია. არ არის შემორჩენილი თავდაპირველი ფასადი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ უძველესი, პირველმეუდაბნოეთა საცხოვრისის სახე აქვთ შერჩენილი, რადგან სამონასტრო მშენებლობის ეპოქაში არ გადაუკეთებიათ,

ლიტერატურა

გაფრინდაშვილი გ., გარეჯი, თბ., 1987.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები