ლაკონიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაკონიზმი – ლაკონიის მიწად მოსახლე სპარტელები გამოირჩეოდნენ სათქმელის მოკლედ და სხარტად გამოხატვის უნარით. მათი მახვილგონივრული გამონათქვამები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ხშირად მხატვრულ ქმნილებებშიც ისახებოდა. ნიმუშად წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ ნაუბარს: „ერთხელ მაკედონელთა მეფე სპარტელებს დაემუქრა: თუ გადმოვლახე პელოპონესოსის სამანები, სპარტას გავანადგურებო“. სპარტელებმა კი ასე შეუთვალეს: „თუ!“.