კორიბასები – (ბერძნ.) კიბელეს ქურუმები. მას შემდეგ, რაც კიბელეს კულტმა საბერძნეთში შეაღწია და რეას კულტს შეერწყა, კორიბასები რეა-კიბელეს ქურუმებად სახელდებიან. მათ ხშირად ურევენ რეას ქურუმებში, რომელთაც კურეტებს უწოდებდნენ.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის