პირენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:32, 30 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პირენე – (ბერძნ.) ზღვის ღმერთის, აქელოოსის ქალიშვილი.
პირენემ მასზე შეყვარებულ პოსეიდონს ორი ვაჟი უშვა. მათგან ერთ-ერთი ქალღმერთმა არტემისმა უნებლიედ განგმირა ნადირობისას. დადარდიანებულმა პირენემ იმდენი ცრემლი დაღვარა, რომ წყაროდ გარდაისახა. ასე ამბობენ, ამ წყაროსთან დაიურვაო ბელეროფონმა ფრთოსანი რაში პეგასოსი.