ამრიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 7 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამრიტა – (ინდ.) უკვდავების სასმელი, რომელიც ვიშნუს რჩევით ოკეანის წყლების ათქვეფით მოიპოვეს ღმერთებმა და ასურებმა, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ ერგოთ იგი: მზეთუნახავად ქცეული ვიშნუს ხილვით მოხიბლულებმა დათმეს იგი.
ამრიტით სავსე სასმისს ორი საშინელი ურჩხული იცავს. მხოლოდ გარუდამ მოახერხა მისი მოტაცება. ინდრამ ღმერთებს დაუბრუნა ამრიტა. სამაგიეროდ, გარუდას გველი განუკუთვნა საჭმელად, მისი მოთხოვნისამებრ.