ანსამბლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 14 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანსამბლი - (ფრ. ensemble - ერთად) რამდენიმე შემსრულების მიერ მუსიკალური ნაწარმოების ერთობლივი შესრულემა. იგი შეიძლება იყოს კამერული, საოპერო, საოპერეტო. გვხვდება აგრეთვე ორატორიებსა და კანტატებში. გავრცელებული ანსამბლებია: დუეტი, ტრიო ან ტერცეტი, კვარტეტი, კვინტეტი, სექსტეტი, სეპტეტი, ოქტეტი, ნონეტი და სხვ.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")