აპლიკატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:33, 29 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპლიკატურა - (გერმ. Applikatur ლათ. applico მივწევ, მივაყენებ, მივადებ) თითების განლაგებისა და მონაცვლეობის წესი მუსიკალურ საკრავზე დაკვრის დროს, აგრეთვე ამ წესის აღნიშვნა ნოტებში (იწერება არაბული ციფრებით შესაბამისი ნოტის ზემოთ ან ქვემოთ). აპლიკატურა საშემსრულებლო ოსტატობის მნიშვნელოვანი მხარეა. ექვემდებარება მხატვრული გამომსახველობის მიზნებს, დამოკიდებულია საკრავის ტექნიკურ თავისებურებებსა და შემსრულებლის შესაძლებლობაზე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")