აბაკი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:20, 27 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაკი (ლათ. abacus — „დაფა“) — ფილა, რომელიც ანტიკურ ორდერში სვეტის თავის ზედა ნაწილს წარმოადგენს. ჩვეულებრივ კვადრატული მოხაზულობისაა, სწორი (დორიული ორდერი), ან შეზნექილი (კორინთული ორდერი) ნაპირების მქონე.