არაგოტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 6 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

არაგოტო – (荒事), „ძლიერი სტილი“ – შესრულების სტილი კაბუკის თეატრში. ტერმინი „არაგოტო“, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „რაიმე ძლიერს“, „უხეშს“, „გახელებულს“, წარმოიშვა XVII ს. მეორე ნახევარში, საკუთრივ ამ სტილის ჩამოყალიბებასთან ერთად კლასიკურ იაპონურ გრავიურაში და თეატრ კაბუკიში. მსახიობი თამაშობდა „არაგოტოს“ — ძალას — სხვადასხვა გამოვლინებებში. სრულდებოდა როლები, რომლებშიც ნაჩვენები იყო ძალა, სიდიადე, განურჩევლად მისი სიკეთისა თუ ბოროტებისა, კეთილშობილური მამაცობისა, თუ აღვირახსნილი ველურობისა.






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები