გოთუა ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა გოთუა

ნანა გოთუა — დაიბადა 1963 წლის 23 მარტს ქ. ბათუმში.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.
1992-1997 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა მე-2 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ-სტომატოლოგად.
2012 წლიდან დღემდე ეწევა მრავალმხრივ საქველმოქმედო საქმიანობას.
2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობას“, რომელიც მეუღლესთან, ვანო ჩხარტიშვილთან ერთად დააფუძნა. 2013 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ფონდის ყოველწლიური დაჯილდოვება-კონცერტი, რომლის მიზანი გახლდათ ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა მხარდაჭერა. 2016 წელს არტემ კი ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართათვის.

2014 წლიდან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება სასწავლებელში განხორციელებული ის რეფორმები, რომელთაც ამ ინსტიტუციის აღმავლობა განსაზღვრეს.

2016 წელს მეუღლესთან ერთად დააფუძნა პირველი და ერთადერთი სმენადარღვეული ბავშვების სრულყოფილი მომსახურებით აბილიტაცია-რეაბილიტაციის ფონდი „აი ია“. ფონდის მიზანია, მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2020 წლიდან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან ერთად არის საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუსიკით მკურნალობის მეთოდზე დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრის „ბეკარი“ თანადამფუძნებელია.


2020 წლიდან არის კერძო ჰოლდინგ „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, რომელშიც მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდები ერთიანდება.

წყარო

მასალა მომზადებულია სმარტ-კაპიტალ ჯგუფის მიერ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები