სასტვენი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:00, 29 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასტვენი
1. სალამური ან სასტვენი, რომელიც გამოსცემს წრიპინა ხმას. 2. ბაიანებში, აკორდეონებში და სხვა ენაკიან საკრავებში – თხელი ლითონის ფირფიტის (ენაკის) საყოფაცხოვრებო სახელწოდება. 3. ლერწმის თხელი ფირფიტა – ენაკი, რომელიც გამოიყენება ბგერის მისაღებად ჩასაბერ ენაკიან საკრავებში უფრო ხშირად სასტვენს უწოდებენ ზურნის, ჰობოის, ფაგოტის და სხვ. ორმაგ ენაკს.