როლი (მსახიობის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:57, 8 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
როლი
- რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟი, რომელსაც სცენაზე ან კინოში ასახიერებს მსახიობი.
- ნაკრები ტექსტი, პიესიდან ერთი პერსონაჟის გამოყოფილი სიტყვები (რეპლიკები, მონოლოგები).
- (კინო) – კინოდრამატურგის მიერ სცენარში შექმნილი ლიტერატურული სახე. რომლის ტექსტი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს დიალოგის, მონოლოგის ან რემარკას სახით, განსაზღვრავს მოქმედი გმირის ხასიათსა და ქცევას. მის დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟებთან და სცენარისეულ ამბებთან. ამ ტექსტის საფუძველზე მსახიობი ქმნის კინოში მხატვრულ სახეს.