ვალტერი ბრუნო
ვალტერი ბრუნო - (Bruno Walter, სრული სახელი ბრუნო ვალტერ შლეზინგერი, 15. IX. 1876, ბერლინი, – 17. II. 1962, ბევერლი ჰილსი, აშშ), გერმანელი დირიჟორი.
1896-იდან იყო საოპერო დირიჟორი სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბერლინში, 1901-12 ვენის სახელმწიფო ოპერაში (გ. მალერის ასისტენტი), 1913-22 მიუნხენის ეროვნული თეატრის, 1925-იდან ბერლინის სახელმწიფო ოპერის „გენერალ-მუზიკ-დირექტორი“, 1929-33 ლაიფციგში „გევანდჰაუსის“ დირექტორი, 1936-38 ვენის სახელმწიფო ოპერის დირიჟორი, 1939-იდან აშშ-ში ცხოვრობდა (1946 მიიღო ამერიკის მოქალაქეობა). კლასიკოსი კომპოზიტორების მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინტერპრეტატორი. ზალცბურგის ფესტივალების ერთ-ერთი დამაარსებელი და მონაწილე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")