გრიზაილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 17 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრიზაილი − (ფრანგ. grisaille „რუხი“)
1. მონოქრომული ფერწერა რუხ ფერში უმეტესწილად დეკორატიული დანიშნულებისა. კედლის დეკორატიული მოხატულობის ან ჰანოს სახის გრიზაილი ჩვეულებრივ სკულპტურული რელიეფის მიბაძვაა. დაზგურ ფერწერაში გრიზაილის ტექნიკა გამოიყენებოდა (ნაწილობრივ გამოიყენება) დამხმარე სამუშაოებისათვის – ესკიზის შესასრულებლად და ტილოს გასაპოხად (გასაზეთად). ამ შემთხვევაში მხატვრები ნებისმიერ ერთტონიან ფერწერას გრიზაილს უწოდებენ.
2. აღორძინების ხანის ფრანგული მოხატულობის მინანქარი.