კაფე-შანტანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:10, 1 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაფე-შანტანი – (ფრანგ. café chantant – "მომღერალი კაფე"), კაფე ან რესტორანი, რომელშიც უჩვენებენ გასართობი, მსუბუქი ხასიათის საესტრადო პროგრამას. პირველი კაფე-შანტანები საფრანგეთში გაჩნდა XIX საუკუნის 50-იან წლებში. მაყურებლის წინაშე გამოდიოდნენ მომღერალი მამაკაცებიცა და ქალებიც, რომლებიც ასრულებდნენ საჭირბოროტო თემატიკის სიმღერებს, ხშირად უხამსი შინაარსის სიმღერებსაც.