სარაბანდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:44, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარაბანდა – (ესპ.zarabanda), ძველებური ესპანური ცეკვა სამწილად ზომაში. თავდაპირველად ასრულებდნენ მხოლოდ ქალები და ამიტომ ხაზგასმული ემოციური ხასიათისა იყო. XV—XVI საუკუნეებში სრულდებოდა როგორც სავალდებულო ნომერი კომედიის დაწყების წინ. XVIII ს.-ში დამკვიდრდა საფრანგეთში, სრულდებოდა სახეშეცვლილი, განსხვავებული მანერით — ნელა, საზეიმოდ, მენუეტის მსგავსად. მოგვიანებით სარაბანდა გახდა სასახლის კარის ცეკვა, იგი შეიტანეს ბალეტში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები