შეფასების ძირითადი პრინციპები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:45, 18 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეფასების ძირითადი პრინციპები - შეფასება სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ის მიზანმიმართული, სისტემური და თანამიმდევრული პროცესია. მისი მთავარი დანიშნულებაა, ერთი მხრივ, სწავლების ეფექტიანი გაუმჯობესება და, მეორე მხრივ, სწავლა / სწავლების შედეგების შემოწმება-შეფასება. შეფასების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შეფასების მთელი რიგი პრინციპების გათვალისწინება. ეს პრინციპებია: მრავალმხრივობა, ობიექტურობა, მიზანთან შესაბამისობა, სანდოობა და გამჭვირვალობა (ღიაობა)