კრუსტა დანცისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:38, 28 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრუსტა დანცისი — (ლატვ. Krusta dancis), ლატვიური ხალხური ცეკვა (სოლო), მუსიკალური ზომა 2/4. ჩვეულებრივ სრულდება ქორწილებში, ასრულებენ მამაკაცები სიმღერის თანხლებით; ძირითადად შედგება მიწაზე ჯვარედინად დადებულ ორ ჯოხზე ან კვარზე გადახტომებისაგან.