ავლაბრის ვერტიკალური ბაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 14 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავლაბრის ვერტიკალური ბაღი – ცოცხალი კედელი თბილისში ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე (ავტორი ფრანგი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის არქიტექტორი პატრიკ ბლანი).
ვერტიკალური ბაღის გასაშენებლად სულ 104 დასახელების 4 400 ძირი მოყვავილე და მარადმწვანე მცენარე გამოიყენეს. პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ თექაშია განთავსებული. თექის ქვეშ არსებული მიწის ხელოვნური მორწყვის სისტემა მცენარეებისათვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ნარგავები ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით ხარობს.
ავლაბრის ვერტიკალური ბაღი მსოფლიოს 14 ულამაზეს ვერტიკალურ ბაღს შორის მოხვდა პარიზის, ლონდონის, სიდნეის, მადრიდის, სინგაპურის, ტაივანის, ბორდოს, ჰონკონგისა და სხვა ბაღებთან ერთად.