საყვირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 25 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საყვირი – ლითონის ჩასაბერი საკრავი; პრიმიტიული ფორმის საყვირი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. თანამედროვე საყვირის წყობაა in B და ჟღერს დიდი სეკუნდით ქვემოთ დაწერილთან შედარებით. საყვირის ბგერა ნათელი, მკვეთრი და კაშკაშაა. უახლესი ტიპის საკრავზე შეიძლება პიანისიმოს, „სურდინის“ მეშვეობით კი სხვადასხვა ბგერითი ეფექტების მიღწევა. გამოიყენება აგრეთვე, როგორც სოლო საკრავი.