ქორო (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:59, 31 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორო – (ძვ. ბერძ. χορεῖος), ძველბერძნული სპექტაკლების უცილობელი კოლექტიური მონაწილე (ძვ.წ. V საუკ.). ვინაიდან ძველბერძნულ დრამას საფუძვლად ედო საწესჩვეულებო გუნდური სიმღერები, რომლებიც სოფლურ დღესასწაულებზე სრულდებოდა ღმერთ დიონისეს პატივსაცემად, ამან განსაზღვრა სპექტაკლში ქოროს მოქმედ პირად მონაწილეობა.

ძველბერძნული დრამა დამყარებული იყო სალაპარაკო და ქოროს პარტიების მონაცვლეობაზე: ტრაგედიებში – „პაროდი“, „სტასიმი“, ზოგჯერ „კომოსი“ და „ექსოდი“, კომედიაში „პარაბასა“. ქოროს გამოსვლას უშუალოდ ამზადებდა ქორო დიდასკალი. ქოროს როლს ძველბერძნულ ტრაგედიაში განაპირობებდა მისი საერთო სახალხო ხასიათი: ქოროს უნდა გამოეხატა მაყურებელთა დამოკიდებულება პიესის მოვლენებთან, იგი „ხმა ხალხისა“ უნდა ყოფილიყო.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები