გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 15 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრის ხეობის ბოლოში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ - აღმოსავლეთისა და ჩრდილო - დასავლეთის კუთხეები. ეკლესია დარბაზულია (10,85X5,25 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმელი - აღმოსავლეთით, საკურთხეველში. შენობის კამაროვანი გადახურვა აგურისაა. ეკლესიის გარშემო გალავნისა და შენობების ნანგრევებია.