ამპერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:36, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამპერი – (ინგლ. ampere ფრანგი ფიზიკოსის ამპერის (1775-1836 წ.) გვარის მიხედვით)
1. ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემაში ელექტროდენის ძალის საზომი ერთეული. ამპერებში იზომება აგრეთვე მაგნიტმამოძრავებელი ძალა და მაგნიტური პოტენციალების სხვაობა; 2. მუდმივი დენის ძალა, რომელიც ორ პარალელურ სწორხაზოვან უსასრულო სიგრძის წრიულ განივკეთიან გამტარში, რომლებიც განლაგებულია ვაკუუმში ერთმანეთისაგან 1 მ-ის დაშორებით, გამტარის ნებისმიერ უბანზე სიგრძით 1 მ, იწვევს ურთიერთქმედების ძალას ტოლი 2·10−7 ნ.