თხინვალი (სოფელი თბილისში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თხინვალი - სოფელი, საქართველოში, მდებარეობს თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით, მცხეთიდან 20 კილომეტრზე. წერილობით წყაროებში თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა) პირველად XV საუკუნეში იხსენიება. XV საუკუნემდე სოფელი გაბაშვილების მფლობელობაში იყო. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან თხინვალი ციციშვილების სამფლობელოა.
წყარო
საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა