მარგიანი აკაკი (ა. სვანელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:32, 19 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ა.სვანი, ა.სვანელი — (1891 – 1945), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. აკაკი დარისპანის ძე მარგიანი მსახურობდა სვანეთში, შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. ლექსებს ბეჭდავდა „კოლხიდაში”, „განათლებაში”, „თემში”, „სახალხო გაზეთში” და სხვა და აქვეყნებდა ფსევდონიმებით — ა. სვანი, ა. სვანელი. თარგმნიდა რუს პოეტთა ნაწარმოებებს. წერდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს. აკაკი მარგიანს „ზვიად სვანს“ უწოდებდნენ თურმე.
- სამშობლოს
- როს მომესმის შენი კვნესა,
- მკერდს მიდაგავს ცეცხლის ალი,
- და ვით შტოსა გაძარცვულსა
- მძლავრად მარხევს ქარიშხალი.
- სად გამტყორცნის, მე არ ვიცი,
- ბედკრულს, მისი ტლანქი ძალი,
- ვაჰ, რა მწარე არის ჩემთვის
- ეს ცხოვრების ქარიშხალი!
- ოცნების ზღვა როს ბობოქრობს,
- გვირგვინს გიწნავს ჟღერა ქნარის,
- ზურმუხტ მკერდზე გექარგება
- სხივ-ნათელი ვარსკვლავ მთვარის!..
- მაგრამ ღელვა ზღვის ყუჩდება,
- ბნელში ჰქრება ნათლის თვალი...
- და შენც ჩემებრ გსუსხავს, გარხევს
- ულმობელი ქარიშხალი.