დანგაძე მანანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:08, 28 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანგაძე მანანა –(1950), პოეტი, წერს 12 წლის ასაკიდან. გამოცემული აქვს კრებული „სევდის ანარეკლი”; მის ლექსებზე სიმღერები აქვთ შექმნილი, როგორც მის მეუღლეს — ვაჟა აზარაშვილს, ასევე ნუნუ დუღაშვილს, მარიკა კვალიაშვილს და სხვებს.


* * *
მაინც მოვა გაზაფხული,
ჩამოდნება ყინული,
გადაიყრის ზეცა ღრუბელს
სევდით შემოზვინულით.
აყვავდება ყოჩივარდა,
ისევ მოვა მაისი,
შემომახვევს ფიქრებს დარდად,
ჩვეულ სიდარბაისლით.
მაინც მოვა გაზაფხული,
მოვა, მაგრამ უშენოდ...
სევდასა და ამ კაეშანს
რაღაც უნდა ვუშველო...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები