შავფეხა ღორის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:46, 14 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shavfexa.PNG

შავფეხა ღორის სოკო (ლათ. Paxillus atrotomentosus (Fr) Fr. რუს. Свинушка толстая)

ქუდი –·15 სმ-მდე დიამეტრისაა, ენისებრია, შემდეგ კი – ძაბრისებრი; ტიტველია ან წვრილ-ხავერდოვანი, ზოგჯერ დახეთქილი, ჟანგმიწისფერ-მურა, ფირფიტები დაღმავალია, ფეხთან ბადისებურად დატოტვილი, მოყვითალო. ფეხი·– 5-8X2-3 სმ, გვერდითი ან ექსცენტრული, ძირისკენ გაგანიერებულია, შავ-ქეჩისებრი ზედაპირი აქვს. რბილობი – მშრალი, მოყვითალო, მომწაროა, ჰაერზე მუქდება.

სპორები – 4-6X4 მკმ, კვერცხისებრ-ელიფსისებურია, ჟანგმიწისფერია სპორების მტვერი – მოყვითალო-ყავისფერი.

იზრდება ძველ წიწვოვან დამპალ კუნძებზე, გადანაჭრებზე და მათ ახლოს, ხშირად ჯგუფურად, განსაკუთრებით ფიჭვზე, ზაფხულ- შემოდგომით.

შხამიანი სოკოა.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები