ძარღვა სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძარღვა სოკო (ლათ. Gomphus clavatus (Pers.) S. F. Gray. რუს. Свиное ухо)
ნაყოფსხეული – უკუღმა კონუსისებურია, თავზე წაკვეთილივითაა; ზედაპირი ჯერ სწორია, შემდეგ კი – ჩაზნექილი ან ძაბრისებრი.
ქუდი თანდათან გადადის ფეხში, რომელსაც ძირამდე დაუყვება სიგრძივი ანასტომიზებული, ნაოჭიანი ჰიმენიალური შრე. ნაყოფ-სხეული მთლიანად მოიისფროა ან მოყვითალო-მოყავისფრო. ფეხი – 1-5 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა; ღია იისფერია, შემდეგ კი უფერულდება.
სპორები – ელიფსისებრია, ჟანგისფერ-მოყვითალო, 10-12X4-5 მკმ.
იზრდება წიწვიან ტყეში ნიადაგზე ჯგუფურად ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი, მოხრაკული და დამუჟუჟებული.