ქემოდექტომები
ქემოდექტომები − კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება პარაგანგლიური ქსოვილიდან და შეიძლება შეგვხვდეს ქალას ფუძიდან აორტის რკალამდე.
ეს სიმსივნე კეთილთვისებიანი, ვასკულარიზებული წარმონაქმნია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იყოს ენდოკრინული ავთვისებიანი სიმსივნე. მას ფეოქრომოციტომას უწოდებენ.
ხშირ შემთხვევაში, ის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, მაგრამ ადგილმდებარეობის გამო, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე პათოლოგიები.
ქემოდექტომები შესაძლოა შეგვხვდეს:
- — საძილე არტერიის ბიფურკაციის დონეზე;
- — ბიფურკაციის ზემოთ, ცდომილი ნერვის გაყოლებაზე, საუღლე ვენის დაფის ღრუს ნაწილში (ცნობილია საუღლე ვენის გლომუსის სახელით);
- — დაფის ღრუში;
პარაგანგლიური (ქემოდექტომების) წარმოშობის ქსოვილი ორ ძირითად ადგილას გვხვდება:
- — საუღლე ვენის დაფის ღრუს მიდამოში;
- — დაფის ღრუს მედიალური კედლის და ტიმპანალური ნერვის (chorda tympani) მიდამოში;
სიმსივნის კლინიკური ნიშნები განსხვავდება ადგილმდებარეობის მიხედვით:
ტიმპანალური ფორმები, რომლის დროსაც სახეზეა:
- — სმენის კონდუქციური, პროგრესული დაქვეითება;
- — ტინიტუსი;
- — ლურჯი ფერის, გამობერილი დაფის აპკი;
- — დაფის აპკიდან განვითარებული სისხლმდენი და ვასკულარიზირებული სიმსივნე;
IX, X, XI კრანიალური ნერვების ფორმები:
- — ამ ნერვების დისფუნქცია, ზოგ შემთხვევაში, VII წყვილი ნერვის დეფიციტი;
- — უკანა ფოსოს ფორმები;
- — ქალაშიდა წნევის და ცენტრალური ვესტიბულარული დის- ფუნქცია;
ცერვიკალური ფორმა
ამ ფორმის დროს, ანევრიზმისმაგვარი კლინიკაა.
ზოგ პაციენტში ქემოდექტომების ლოკალიზაცია შესაძლოა იყოს მრავლობითი.