კვეიძე ნესტან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:03, 18 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვეიძე ნესტან — (1939 - 2010), მსახიობი, მწერალი, პოეტი, პედაგოგი. დაიბადა ქუთაისში. 1962 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. წლების მანძილზე იყო ლადო მესხიშვილის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გამორჩეული მსახიობი, გადაღებულია რამდენიმე ქართული მხატვრული ფილმის ეპიზოდურ როლებში. აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან, წერდა კულტურის თემებზე. ნესტან კვეიძე მოთხრობებისა და მინიატურების რამდენიმე კრებულის ავტორია. ლექსებს დროდადრო აქვეყნებდა პერიოდულ პრესაში, წიგნებად მოგვიანებით გამოსცა. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „მუხამბაზური” (1993), „მშვიდობით, ჩემო სიყვარულო” (1994), `მზის სიმღერა~ (1995), „გაზაფხული მაინც მოვა” (2002).