წერედიანი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 27 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წერედიანი დავით − (1937 − 2019), ქართველი პოეტი და მთარგმნელი.
დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა, 1960 წელს კი თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. თარგმნილი აქვს მსოფლიოს პოეზიის არა ერთი კლასიკოსის ნაწარმოები, მათ შორის: ფრანსუა ვიიონის „დიდი ანდერძი” და „მცირე ანდერძი”, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი”, ფრანგი, ესპანელი და რუსი პოეტების ლექსები.
- ფრანსუა ვიიონი
- შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
- თარგმნა დავით წერედიანმა
- ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს,
- ყმაწვილს, გასენილს ტრფიალის სენით,
- გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბა
- შემოსტკეცია ტანზე და შვენის,
- ქუჩის მასხარას, შემოსილს ჭრელად,
- თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,
- უკანასკნელად მივყვირი ყველას:
- შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
- ქალებს, რომლებიც გზისპირას დგანან
- და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,
- შარის საძებრად გამოსულ განაბს,
- კარტის მწყობელს თუ შიგნელის მშიგვნელს,
- ჯამბაზს, რომელიც დაათრევს ხელანს,
- ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს,
- უკანასკნელაად მივყვირი ყველას:
- შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
- მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,
- ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში,
- ვის გამოც პურის გამხმარი ყუით
- ბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს...
- თუმცა... ვკვდები და რა მათთვის მცხელა...
- ცოდვილს მინდოდა მათ სულში ჩამე...
- ჩამე... ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას,
- შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
- მეცლება სული, მეცვლება ნირი,
- მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ,
- მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი:
- შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!