კათაკმეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:33, 13 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კათაკმეველი - პიროვნება, რომელიც ნათლობისთვის ემზადება.

კათაკმეველი ჰქვია ადამიანს, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე, გადაწყვეტილი აქვს ქრისტიანულ ეკლესიასთან შეერთება და ემზადება ნათლობისათვის. ძველად კათაკმევლები ნათლობამდე სპეციალურ სასწავლებლებში სწავლობდნენ ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას; იმ დროს, როდესაც წირვის დროს დიაკვანი (ან მღვდელი) ამბობს – „კათაკმეველნო, განვედით“, კათაკმევლები ტაძრიდან გადიოდნენ და იწყებოდა მართალთა ლიტურგია, რომელშიც მხოლოდ მონათლული მორწმუნეები მონაწილეობდნენ. დღეს საქართველოში კათაკმევლობა უკვე იშვიათობაა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ბავშვობაში ინათლება.

წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის, თავი 2
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები