გრეიფერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 17 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრეიფერი – ფირის გამწევი მექანიზმის ნაწილი, რომლითაც აღჭურვილია კინოგადამღები, ასლის მბეჭდავი და საპროექციო აპარატები. გრეიფერის საშუალებით ხდება კადრის (ფირის) ნახტომისებური გადაადგილება გარკვეულ მანძილზე – კადრის სიმაღლის ზომაზე. არსებობს ცალმხრივი და ორმხივი გრეიფერიანი კამერები. პრეციზიულ (ზუსტ კომბინგადაღების) კამერებს აქვთ კონტრგრეიფერიც, რომელიც უზრუნველყოფს ფირის ზუსტ და მყარ ფიქსაციას კადრის სარკმელში ექსპონირების დროს.