ასფალტსაგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 10 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასფალტსაგები – საგზაო მანქანა, რომელიც ანაწილებს, აგებს და ნაწილობრივ ან სრულად ამჭიდროვებს ასფალტბეტონის ნარევს. ასფალტსაგები განსხვავდებიან მწარმოებლობით, სავალი და სამუშაო ორგანოების კონსტრუქციით. ძალური დანადგარი ძირითადად დიზელის ძრავებია, ხოლო სამუშაო ორგანოების (ვიბრატორების) ამძრავი – ჰიდრავლიკური.