სატკეპნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:03, 10 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სატკეპნი – მანქანა გრუნტის ან ასფალტის დასატკეპნად. სატკეპნის ძირითადი ელემენტია ცილინდრული ფორმის ფოლადის ვალცი (თვალი), რომელიც განთავსებულია ბორბლის ადგილზე. სატკეპნი თავისი დიდი წონით ტკეპნის შესამჭიდროებელ ნივთიერებას. მანქანას აქვს წამყვანი ვალცი, რომელსაც ძრავისგან გადაეცემა მგრეხი მომენტი და ამყოლი ვალცი, რომელიც ასრულებს მიმმართველის ფუნქციას. თანამედროვე სატკეპნი ძირითადად აღჭურვილია ჰიდრავლიკური მექანიზმით, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მანქანის საიმედოობას მუშაობაში.