აქსელბანდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აქსელბანდი - (გერმანული achsel – მხარი, band – ზონარი, თასმა), დაწნული ზონარი (მოოქრული, მოვერცხლილი ან მრავალფეროვანი ძაფებისგან დამზადებული) ლითონის ბუნიკებით, რომელიც მიმაგრებულია მარჯვენა სამხრის ქვეშ. იგი გამოიყენება საზეიმო რიტუალებისთვის განკუთვნილ ფორმის ტანსაცმელზე.