აბისალური თიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 20 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბისალური თიხა − წყლის ქვეშ ღრმად განლაგებული (3000 მ და მეტი) ქანი, რომელსაც უჭირავს მსოფლიო ოკეანის ფსკერის ფართობის 90%-მდე. არსებობს ორგანოგენური და პოლიგენური წარმომავლობის. ორგანოგენურს მიეკუთვნება ფხვიერი ან შემკვრივებული ნალექები, წარმოქმნილი პლანქტონური ორგანიზმების ჩონჩხებისაგან, მაგ., კირიანი (ფორამინიფერული, გლობიგერინული) და კაჟბადიანი (დიატომიტური, რადიოლიერული) ლამი. პოლიგენური კი წარმოდგენილია წითელი თიხის სახით, რომელსაც წითელ შეფერილობას აძლევს რკინა-მანგანუმის კონკრეციები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები