კენჭნარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 29 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კენჭნარი – ფსეფიტური სტრუქტურის შეუცემენტებელი დანალექი ქანი, რომლის მონატეხი ფრაქცია შედგება ფხვიერი კენჭებისაგან. სტრუქტურის მიხედვით განასხვავებენ მსხვილმარცვლოვან (50-100 მმ), საშუალომარცვლოვან (50-25 მმ) და წვრილმარცვლოვან (10-25 მმ), ხოლო პეტროგრაფიული შედგენილობის მიხედვით – პოლიმიქტურ, ოლიგომიქტურ და მონომიქტურ კენჭნარს. ძირითადად გამოიყენება საგზაო მშენებლობასა და ბეტონების წარმოებაში.