თეოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოკრატია - (ბერძ.) „ღმერთი“ და „ხელისუფლება“. მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც თვით უფლის მიერ იმართება სამეფო.

იოსებ ფლავიოსის მიერ შექმნილი ტერმინი „თეოკრატია“, ანუ „ღმრთის მმართველობა“, აღნიშნავს სახელმწიფოს ისეთ ფორმას, რომელშიც საერო და რელიგიური ატრიბუტიკა ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. მართვის ძალაუფლება უშუალოდ ღმრთისგან მომდინარეობს და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის (მღვდელმსახურის) მიერ აღსრულდება. თეოკრატიის დამახასიათებელი ელემენტია მმართველის სამღვდელმსახურებო კავშირი ღმრთაებრიობასთან. ამგვარი მმართველის პროტოტიპად მოსე მიიჩნევა. შუა საუკუნეებში ცალკეულმა პაპებმა (გრიგოლ VII, ინოკენტი III, ბონიფაციუს VIII) ღმრთის ქალაქის ავგუსტინესეული იდეის საფუძველზე სცადეს თეოკრატიული იდეალის განხორციელება, თუმცა იმპერიის წინაღმდეგობის გამო მათი მცდელობანი ფუჭი აღმოჩნდა.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები