ლითონმზიდი – სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი დიდგანზომილებიანი ლითონის კონსტრუქციების გადასაზიდად. აქვს ღია პლატფორმა (ძარა) და ავტონომიური ამწე-მოწყობილობა ტვირთის ასაწევად, დასატვირთად და გადასატვირთად. გადასატანი ნაკეთობის სიგრძე შეიძლება იყოს 14 მ-მდე.